თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის, ალეკო გობრონიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.