როდის გამოიდარებს საქართველოში? სინოპტიკოსების პროგნოზი

ორშაბათს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ნავარაუდევია ელჭექი და სეტყვა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 6 მაისის ჩათვლით პერიოდში შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ორშაბათს ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ნავარაუდევია ელჭექი და სეტყვა.
ნალექმა შეიძლება საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს. მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება და ზვავების ფორმირება.
სინოპტიკოსები 7 მაისიდან უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.