დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 4 მაისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
საზოგადოებრივი აქტიურობის დღეა. მთელი დღის განმავლობაში იქნება სხვის საქმეებში ჩარევის სურვილი – საყვედური არასწორი საქციელისთვის, საკუთარი მოსაზრების თავს მოხვევა, დაუკითხავად რჩევის მიცემა... ასეთია ეს დღე – ყველას ჰგონია, რომ მისი აზრია ყველაზე სწორი, მან იცის, როგორ უნდა გადაიჭრას საკითხი და ა.შ. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია კამათი, კონფლიქტი. მოერიდეთ სიტუაციის გამწვავებას და გამოიჩინეთ დიპლომატიურობა.
ვერძი: დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარს გამოავლენთ. აუცილებლობის შემთხვევაში ვირტუოზულ მანიპულაციებს განახორციელებთ ციფრებითა და ფაქტებით, გააანალიზებთ ინფორმაციებს და სწორ დასკვნებს გამოიტანთ. შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივ მყოფებზე. ეს ყველაფერი დეტალების შემჩნევისა და საქმის არსში ჩაწვდომის უნარით იქნება განპირობებული.
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: ჯობს, რთულ პროექტებს არ შეეჭიდოთ, რადგან მათი ჩავარდნის დიდი ალბათობაა. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარკებებს, დიდი თანხის დახარჯვას, ასევე ახალ წამოწყებებს. ვერაფერს გააწყობთ – ჯობია, ახალი პროექტის დაწყება ერთი დღით მაინც გადადოთ, ვიდრე მერე შედეგების გამოსწორებაზე დრო და ძალა დახარჯოთ. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ სირთულეებისთვის.
ტყუპი: დღეს სიჯიუტის შემოტევა გექნებათ – ყველაფერში ბოლომდე დაიცავთ საკუთარ მოსაზრებას. შესაძლოა, ეს სიჯიუტე რაღაც მომენტებში გამართლებული იყოს, თუმცა – არა ყოველთვის. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერში ასი პროცენტით ხართ მართალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა არაფერი შეგშლიათ. ეცადეთ, კრიტიკულად შეხედოთ თქვენს მოსაზრებებს და არ გაჯიუტდეთ.
კირჩხიბი: მოაგვარეთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან და მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან. თუ რაღაც გაუგებრობებს აქვს ადგილი, დღეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ. გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ გაგიგონ. თუნდაც პრობლემა მაშინვე არ გადაიჭრას, ტვირთი მოგეხსნებათ მხრებიდან და დროთა განმავლობაში ეს საუბარი მაინც წაადგება თქვენს ურთიერთობებს.
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
ლომი: ასტროლოგები დღეს კატეგორიულად გაფრთხილებენ, რომ არ ისაუბროთ რამე მნიშვნელოვან საკითხზე იმ ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი საქმეების წინსვლაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, არაა კომპრომისების დღე. ამის გამო თუნდაც საოცარი იდეა ან გეგმა შეიძლება ჩავარდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და გეგმები კი საიდუმლოდ შეინახოთ.
ქალწული: არაა გამორიცხული, რომ არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას... მთავარი ისაა, რომ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ – მოგიწევთ ერთი ვარიანტის არჩევა. ამასთან, თითოეულ ვარიანტს ექნება თავისი პლუსები და მინუსები. ამიტომ წინასწარ უნდა გათვალოთ, რომელ შემთხვევაშია მეტი დადებითი მომენტი და ისე იმოქმედოთ.
სასწორი: დღეს ძალზე აკურატული იქნებით. ნებისმიერი უწერიგობა ძალიან გაგაღიზიანებთ და გაიძულებთ, რომ ებრძოლოთ ქაოსს მის სხვადასხვა გამოვლინებაში. ყველაზე ადვილი იქნება სამუშაო მაგიდის მოწესრიგება, მაგრამ რთული – ფიქრებისა და გეგმებისთვის მკაფიო ფორმების მიცემა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დანარჩენი საქმეების გაკეთებას – თუ ამისთვის კიდევ დაგრჩებათ დრო.
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრისთვის იდეალური დღეა. ხანდახან მხოლოდ თამამად გადადგმული ნაბიჯებით არის შესაძლებელი ბედნიერების მოპოვება და დღეს ვითარება სწორედ მტკიცე და ხანდახან ცოტა თავხედური ქმედებებისკენ გიბიძგებენ. ნეიტრალური პოზიციის დაკავება არ გამოგივათ. თქვენი თვითშეფასების ამაღლებისთვის დღევანდელ მოქმედებებს დიდი მნიშვნელობა ექნება.
მშვილდოსანი: დღეს შეიძლება რაღაც პრობლემასთან დაკავშირებით იგრძნოთ, რომ ვერაფერს გააწყობთ. შესაძლოა, ამ საკითხის გადაწყვეტას არ იცით, რომელი მხრიდან უნდა მიუდგეთ, ან მისი გადაჭრის გზებს ვერ ხედავთ. ასეა თუ ისე, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და დროზე ადრე არ ჩაიქნიოთ ხელი. გადადეთ ეს საკითხი სამომავლოდ – შემდეგ საკითხის გადაჭრის უფრო მეტი შანსი შეიძლება გაგიჩნდეთ.
თხის რქა: თქვენი ტვინი დღეს სწრაფად და მკაფიოდ იმუშავებს. შეძლებთ ამოცანების გადაწყვეტისთვის ყველაზე დახვეწილი გზების მოძებნას, ყურადღების გამახვილებას როგორც საკუთარ, ისე სხვების საინტერესო იდეებზე. დღეს საოცრებების კეთება შეგიძლიათ და საცოდაობა იქნება, თუ ამ დროს ავტორიტეტის გამტკიცებაზე არ გამოიყენებთ და წვრილმანებზე „დაიხარჯებით“.
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები
მერწყული: არ ხართ განწყობილი, რომ ფულთან დაკავშირებულ საქმეებში გარისკოთ. ამ თვალსაზრისით, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალზე საინტერესო ფინანსური პერსპექტივა გამოგრჩეთ მხედველობიდან, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილად აიცილებთ თავიდან არასაჭირო ხარჯებსა და შესაძლო დანაკარგებს. თქვენი გამახვილებული ყურადღების წყალობით არცერთი ხარვეზი არ გამოგეპარებათ.
თევზები: დღეს მუშაობისთვის ხართ განწყობილი. საქმე მოითხოვს – ამ დევიზით საკუთარ საჭიროებებსაც კი დაივიწყებთ და გვერდზე გადადებთ. ამის გამო შეიძლება უარი თქვათ შესვენებაზე და თუ უქმე დღე გაქვთ, ამაზეც. მთავარი თქვენთვის შედეგის მომცემი მუშაობა იქნება. ასეთი გულმოდგინება გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს და ეს შემდგომ სასიამოვნო ბონუსების სახით დაგიბრუნდებათ.