თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილისდა ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, კვიჭიძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26 მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის, კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის, არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას, ოდესის, ოდიშელიძის, ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის, მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის, ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო მაყაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის, თევდორე მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.