მსოფლიო დღეს

ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობების გამო აშშ-ის კრიტიკას გამოეხმაურა

პეკინმა ვაშინგტორი ფარისევლობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა აშშ-ის პოზიციას ფარისევლობა უწოდა, რომლის თანახმად ვაშინგტონი აკრიტიკებს ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის, მაგრამ ამავე დროს წარადგენს უკრაინის დახმარების პროექტს.
მანამდე Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ ამუშავებს ფინანსურ სანქციებს ზოგიერთი ჩინური ბანკის წინააღმდეგ, რათა აიძულოს პეკინი გაწყვიტოს კომერციული ურთიერთობები რუსეთთან, იმის შიშით, რომ თითქოსდა ჩინეთთან ვაჭრობა გააძლიერებს რუსეთის სამხედრო წარმოებას, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს უკრაინა „გამანადგურებელ ომში".
„ამერიკის შეერთებული შტატები, ერთის მხრივ, უკრაინის ფართომასშტაბიანი დახმარების კანონპროექტს წარადგენს, მეორე მხრივ კი უსაფუძვლოდ აკრიტიკებს რუსეთსა და ჩინეთს შორის ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთთობებს, ასეთი ქმედება ფარისევლობა და უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვენბინმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.