საქართველოს რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ და სად? ახალი სტატისტიკა

საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირებულია რუსეთში
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 27.291 მოქალაქე, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა საერთო რაოდენობადან 23.281 სრულწლოვანია, ხოლო 4.010 არასრულწლოვანი. საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი რაოდენობა რეგისტრირებულია შემდეგ ქვეყნებში:
რუსეთი – 7.569
საბერძნეთი – 4.048
უკრაინა – 2.652
გერმანია – 1.917
ესპანეთი – 1.475
ასევე, საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია აშშ-ში (1.407), საფრანგეთში (1.118) და ისრაელში (1.070). ბელგიასა და თურქეთში რეგისტრირებულია საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დიდ ბრიტანეთში, ყაზახეთში, იტალიაში, კვიპროსში, პოლონეთსა და შვედეთში 100-ზე მეტი.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თემა განსაკუთრებით აქტუალურია საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. გარდა რეგისტრაციისა, საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოში რეგისტრაციაც შეუძლიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში.
ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა, შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნა. პროცედურა უფასოა.