ახალგაზრდებმა, რომლებიც კვლავაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, თავი ჯერ ტრადიციულად პარლამენტის წინ მოიყარეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი ჯერ იუსტიციის სახლთან მივიდნენ, იქიდან კი გმირთა მოედანზე წავიდნენ, სადაც ბრძოლის გაგრძელების პირობა და ფიცი დადეს.