ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ ლეღვასთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.