ვითარება პარლამენტთან: დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველების მითითებებს დაემორჩილონ
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართადამცველებს შორის დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაშავდა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, გამოყენებული იქნება „კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები".
მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.