თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის და ხელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს, გამარჯვების და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ფხოვის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბეთანიის, სათემოს, განთიადის, სომხეთის, ერისთავის, ნიაბის, კვესეთის, გალავნის, შორაპნის და გარეკახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.