თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი ფრენები განახლდება

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.
ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით. კომპანიის ინფორმაციით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.