გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გამართავს

შეხვედრაზე მხარეები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას 12 აპრილს გამართავს, ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურ კანცელარიაში შოლცი საქართველოს პრემიერს სამხედრო პატივით მიიღებს.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რიგ საკითხებს, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები და ა.შ.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.