გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის ქართველები დააკავეს

საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი”.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მოქალაქისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ავტომობილი KIA Shuma გააჩერა, რომლითაც 25 და 29 წლის ქართველები გადაადგილდებოდნენ.
სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკისას სიგარეტის კოლოფები, IQOS და ნაღდი ფული ამოიღეს. გარდა ამისა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 25 წლის მამაკაცი ავტომობილს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.
ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.