საეკლესიო კალენდარი: 6 აპრილი

მართლმადიდებლური ეკლესია ექვს აპრილს იხსენიებს ღირს ზაქარია მონაზონს; არტემი (არტემონისა) თესალონიკელ ეპისკოპოსს (I-II); ღირს იაკობ აღმსარებელს, ეპისკოპოსს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რაღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
ღირსი ზაქარია მონაზონი
მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV), მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნო ეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმიდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული.
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი
სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით