ბომბი არ აღმოჩნდა - გამნაღმველებმა მუზეუმებში მუშაობა დაასრულეს

გამნაღმველებმა მუზეუმების ტერიტორიები უკვე დატოვეს და თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გორში სტალინის მუზეუმში და ზუგდიდში დადიანების სასახლეში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, გამნაღმველებმა მუზეუმების ტერიტორიები უკვე დატოვეს და თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე მუზეუმის თანამშრომლების ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გახდა საჭირო.
გამნაღმველების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობდნენ კინოლოგები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.