წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა

გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამზირის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, გაზმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების მილები, განახლდა გარე განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები.
„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე აღდგენილი სამუშაოები მთლიანად დასრულდა, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
განახლებული წერეთლის გამზირი
ახალი კონტრაქტები გაფორმდა სხვა კომპანიებთან: „ენკო“, „ფარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“ - მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
დაპირებისამებს, იანვრის ბოლოს გამზირზე ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობა აღდგა.
განახლებული წერეთლის გამზირი
დაპირებისამებრ, განახლებული გზა იანვრის ბოლოს სრულად გაიხსნა და ახლა ტროტუარები მოწესრიგდა.
გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.