თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, ტაშკენტის, ლისის, მუხის, ბზის, თუთის და ტირიფების ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და მერაბ კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, გელა ჭედიას, ლაზოს, ჯანაშვილის, ბარალეთის, ქერჩის, ჯანჯღავას, გლდანის ხევის, კობერიძის, გლდანულას, იპოლიტოვ-ივანოვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, მეგობრობის, კაჭარავას და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.