თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კარტოზიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოლმეურნეობის მოედნის, ორბელიანის მოედნის, 9 მარტის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ფურცელაძის, ჯორჯიაშვილის, ვეკუას, ბარათაშვილის, ნადიკვარის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ფხოვის, ათონელის, პუშკინის, თაბუკაშვილის, ბროსეს, 9 აპრილის, სანაპიროს, ხაზინის, ნიშნიანიძის, ასათიანის, გოგჩას, ტელეგრაფის, ხიდის, აბაშიძის, მანჯგალაძის, სულხანიშვილის, გუდიაშვილის, განათლების, გრიგოლ აბაშიძის, მტკვრის, ორბელიანის, სულხანიშვილის, ხიდისთავის და ჯორჯაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.