დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 მარტი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 31 მარტია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წარმატება გელოდებათ იმ სფეროში, სადაც შეუპოვარი და უაპელაციო მოქმედებებია საჭირო, დიპლომატიური თვალსაზრისით კი აბსოლუტური კრახია მოსალოდნელი, ამიტომ მისი იმედი არ გქონდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ყველანაირად. სიყვარულში შეუპოვრობასთან ერთად წინდახედულება გმართებთ. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან.
ვერძი: გაქვთ შანსი, რომ რაღაც შეცდომა გამოასწოროთ. ეს შესაძლოა, ეხებოდეს ყოფით საკითხებს, სამუშაოს ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რთულია, გამოტყდეთ, რომ რაღაც შეგეშალათ, მაგრამ შეცდომებს ხომ ყველა ადამიანი უშვებს? თუ დღეს აღიარებთ, რომ რომელიმე საკითხში არ იყავით მართალი, არ ინანებთ – მხრებიდან დიდ ტვირთს მოიშორებთ და სამაგიეროდ, წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: მზად ხართ აჩვენოთ, რომ უკომპრომისო ბრძოლა შეგიძლიათ. მრისხანება არ ასცდება მას, ვინც თქვენთვის გზაზე გადაღობვას შეეცდება. ასევე დაიცავთ თქვენი მეგობრებისა თუ უსამართლოდ დაჩაგრულების უფლებებს. ასეთი კატეგორიული განწყობით, ერთი მხრივ, ოპონენტების „მიწასთან გასწორება“ შეგიძლიათ, მაგრამ, მეორე მხრივ, საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ახალი მტრები ან მეგობრები შეიძინეთ.
ტყუპი: არ იაროთ მიხევულ–მოხვეული გზებით იქ, სადაც პირდაპირ, ყველაზე მოკლე გზით წასვლა შეიძლება. დღეს თქვენი სტრატეგია ძალზე მარტივი უნდა იყოს: არანაირი ეშმაკობა, მოტყუება. გულწრფელობა ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებათ. თუ პრობლემები გაქვთ, თქვით ამის თაობაზე. თუ რამის მიღწევა გსურთ, ხმამაღლა განაცხადეთ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
კირჩხიბი: ნებისმიერი წვრილმანი დღეს თქვენ თვალში შეიძლება სპილოდ იქცეს. ამის გამო გაგიჭირდებათ პრიორიტეტების განაწილება. ყველა საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. შედეგად, რამდენიმე კურდღელს ერთდროულად გამოედევნებით და შედეგი იცით – ვერც ერთს ვერ დაიჭერთ. გაითვალისწინეთ –ცოტაოდენი დისციპლინა ფიქრისას და საქმეების კეთებისას ნამდვილად არ გაწყენთ.
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს შეიძლება თქვენდაუნებურად ვინმეს აწყენინოთ – ჯერ მოქმედებთ და მერე ფიქრობთ. ემოციებს აყოლილმა, შესაძლოა, ვინმეს საიდუმლო გათქვათ ან თანამოსაუბრეს არცთუ სასიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. გაუგებრობები რომ თავიდან აიცილოთ, აჯობებს, თუ სახლიდან გახვალთ და ისეთ ადგილს ეწვევით, სადაც არავის სცალია ერთმანეთთან სასაუბროდ – ყველა ერთობა, ცეკვავს და მუსიკა ჟღერს ბოლო ხმაზე.
ქალწული: დღეს სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ზედმეტად კრიტიკული შეიძლება იყოთ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო. ახლობლებთან ურთიერთობები რომ არ გაიფუჭოთ, ეცადეთ, არ გამოთქვათ თქვენი უკმაყოფილება, არ შეეხოთ მტკივნეულ და დელიკატურ თემებს. პრობლემას მაინც ვერ გადაჭრით, მისი გამწვავება კი თავისუფლად შეგიძლიათ.
სასწორი: გარშემომყოფებმა, შესაძლოა, რამე კამათში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. არ არის გამორიცხული, ისიც კი იგრძნოთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით იკვებება, როგორც ენერგეტიკული ვამპირი. აჯობს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოთ სიტუაციას, სადაც არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწურულ ლიმონს დაემსაგვსებით. ასე მოახერხებთ, რომ ვამპირები კისერზე არ დაისვათ და მათ ფეხქვეშ ნიადაგს გამოაცალოთ.
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები
მორიელი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი სიმტკიცეა. შეგიძლიათ გადადგათ თამამი ნაბიჯი, ოღონდ ერთადერთი პირობით – ეს ნაბიჯი კარგად უნდა იყოს გათვლილი და მოფიქრებული. ასე რომ, თუ გაქვთ გეგმა, რომლის განსახორციელებლად სითამამე არ გყოფნიდათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება. ცუდი იქნება, თუ სპონტანურად, წამიერი სურვილს ან ემოციის გავლენით დაიწყებთ საქმეს. ამის გამო სერიოზული შეცდომები შეიძლება დაუშვათ.
მშვილდოსანი: თქვენ და დელიკატურობა დღეს ერთმანეთისგან ძალიან შორს იქნებით. გაქვთ სურვილი, რომ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ, გარშემომყოფებს პირში მიახალოთ. ამასთან, თქვენი „მარტივი“ ლოგიკა ასეთი იქნება – „თქვენზე უკეთესად ვიცი“. ეს რომ კონფლიქტის სათავე არ გახდეს, ჯობს, თქვენი დაუცხრომელი ვნებანი მშვიდობიან კალაპოტში მიმართოთ, ისეთ საქმეებში, სადაც ირგვლივ მყოფნი „ფეხებში არ მოგებლანდებიან“.
თხის რქა: აჯობებს, თუ უფროსობას დღეს თვალში არ მოეჩხირებით. აქ საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, რომლებზეც რაღაცით ხართ დამოკიდებული ან რომელთაც თქვენზე გავლენა აქვთ, მაგალითად მშობლებზე, საყვარელ ადამიანზე, მეგობრებზე... დღემ რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის მომხიბვლელობისა და იუმორის „ტყვიაგაუმტარი“ ფარი უნდა აღმართოთ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
მერწყული: დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. საუბარი შესაძლოა იყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ დავაზე ან თქვენი მისამართით სხვაგვარ ბრალდებებზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დავაში გაიმარჯვოთ და შეძლოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. თუნდაც ხელთ რკინისებრი არგუმენტები გეკავოთ, აჯობებს, ცოტა ხანი დაიცადოთ და მტკიცე არგუმენტები სხვა დროს აჩვენოთ, როცა ვარსკვლავები გამარჯვების მეტ შანსს მოგცემენ.
თევზები: მოქმედების დრო დადგა. გეგმა რამდენიც უნდა შეადგინოთ, ერთ დღეს მათი განხორციელებაც უნდა დაიწყოთ. შესაძლოა, აქამდე ვერ გადაწყვიტეთ რამე პროექტის რეალიზება, ვინმეს გრძნობებში ვერ გამოუტყდით, ან ვერ შეიძინეთ საოცნებო ნივთი. დღეს ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ ძალა მოიკრიბოთ და ნაბიჯი გადადგათ. და თუნდაც წინ დიდი გზა გელოდეთ, საშიში არაფერია – ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.