საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის საბერძნეთის გუნდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ფეხბურთელები სახელმწიფო ჯლდოზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.
„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს არის დღეს, რომელსაც 1994 წლიდან ველოდით. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
მან ისტორიული გამარჯვება მიულოცა როგორც საქართველოს ნაკრებს, ისე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს, რომლებიც მატჩის მსვლელობას დიდ ეკრანზე ადევნებზდნენ თვალს.
მატჩის დასრულებიდან საათნახევრის შემდეგ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე ქართველი ფეხბურთელებიც გამოვიდნენ და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში - 4:2 დაამარცხა.
„გილოცავთ! საქართველო უკვე ევროპაშია", - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ვროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.