ქობულეთის ხუთ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
გარცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებში შეწყდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეს და სასწავლო დაწესებულებების დირექტორებს აცნობეს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.