მსოფლიო დღეს

მოსკოვის ქართულ ტაძარში „კროკუსში” დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი ღვთისმსახურება მოსკოვის დროით 13:00 საათზე ჩატარდება
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" დაღუპულთა პანაშვიდი კვირას, 24 მარტს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ჩატარდება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა. მედიაჯგუფ „როსსია სეგოდნიას” და ტელეარხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. რუსეთში 24 მარტი გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი ღვთისმსახურება მოსკოვის დროით 13:00 საათზე ჩატარდება. ტაძრის მისამართია: მოსკოვი, ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩა, 13.
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა
ტერაქტი „კროკუსში”
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
შაბათს, დილით, FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ მოახსენა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში.
უწყების ცნობით, ოთხივე ეჭვმიტანილი ბრაიანსკში დააკავეს. ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.