თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი 23 მარტს მსოფლიო გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლისდა კანცელარიის შენობის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.
30 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი „დედამიწის საათი“ აღინიშნება.
„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.
საქართველო დანარჩენ სამყაროსთან ერთად შეუერთდა ღონისძიებას და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ გამოხატონ მხარდაჭერა და დროებით გამორთონ შუქი თავიანთ ბინებში.