დღეს 2024 წლის 22 მარტია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.
ვერძი: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით“ გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.
კურო: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.
ტყუპი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.
კირჩხიბი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.
ლომი: შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.
ქალწული: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ნაკლებად იყურეთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედეთ. გაიხსენეთის დრო, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
სასწორი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.
მორიელი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.
თხის რქა: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.
მერწყული: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.
თევზები: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.