ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 410,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ორ თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 13,9% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა

%

ექსპორტი

96,8

-24,5

იმპორტი

313,8

-7,4

სულ

410,6

-11,7

რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 47,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარ-თებერვალი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

ღვინო

35,9

50,7

სპირტიანი სასმელები

16,4

85,7

მინერალური წყალი

11,7

8,9

ლიმონათი

7,9

36,4

ციტრუსი

7,2

232,8

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 245 ათას ტონამდე გაზი, 120,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 29,3 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 18,7 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
აქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარ-თებერვალი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

ნავთობპროდუქტები

90,1

-17,0

გაზი

64,5

-5,7

ნახშირბადოვანი ფოლადი

17,8

144,8

ხორბალი

11,9

17,5

ბოთლები და ტარა

7,1

-2,8

2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.