თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ხომლელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის და აზა ადამიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ულიანოვის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ტრაპაიძის, უჯარმის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვიულის, ბარისახოს, ლიბანის და სხვიტორის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.