თბილისი, 20 მარტი – Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
პარლამენტმა იონათამიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 83-ხმით აირჩია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
იონათამიშვილი მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.