რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა

ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა, დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრის გათვალისწინებით, უკვე 61,37%-ს შეადგენს, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ.
როგორც ცესკოში განმარტავენ, კენჭისყრა ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ლეონიდ სლუცკიმ საკუთარი არჩევანი, კენჭისყრის მეორე დღეს, საარჩევნო უბანზე გააკეთა. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი არჩევანი გუშინ, ონლაინ დააფიქსირა, ვლადისლავ დავანკოვმა კენჭისყრაში მონაწილეობა სმოლენსკში დღეს, ნიკოლაი ხარიტონოვმა კი მოსკოვში მიიღო.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ერთ დღეს გაიმართა, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55% იყო, 12:00 საათისთვის - 34,72%, 17:00 საათისთვის - 51,9%. მაშინ საერთო აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა.