დარჩიაშვილი: საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში

სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყოვლისმომცველ, ეფექტურ და წარმატებულ მექანიზმს, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველო მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ეს განცხადება დარჩიაშვილმა ბაქოში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ხაკან ფიდანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრის შემდეგ ჩატარდა.
„საქართველოს მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. გამოვხატეთ იმედი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი უახლოეს პერიოდში შეათანხმებენ და ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც გარდამტეხი იმპულსი იქნება რეგიონში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მსოფლიო არენაზე სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და სთავაზობდნენ თბილისს, როგორც პლატფორმას მოლაპარაკებებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად.
„აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების უსწრაფესად დადებას ელოდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან. როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფორმატს თავისი წვლილი შეაქვს რეგიონულ და გლობალურ სტაბილურობაში.
„გაჩნდა სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის ადგილად გარდაქმნის მშვენიერი შესაძლებლობა“, - განაცხადა თავის მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
დარჩიაშვილის თქმით, სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყოვლისმომცველ, ეფექტურ და წარმატებულ მექანიზმს.
„განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, აღნიშნული პლატფორმა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მოქნილები საჭიროებებიდან და რეგიონის დღის წესრიგიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია, მიღწეული იქნეს მოლაპარაკებების საშუალებით, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მზადყოფნა კავშირების გასაღრმავებლად, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდ ტენდენციას უსვამს ხაზს“, – დასძინა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა ანკარაში გაიმართება, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს გაიმართა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას ქვეყნებს შორის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას შემდეგ შეხვედრები რეგულარულად იმართება წელიწადში ორჯერ.
საგარეო საქმეთა მინისტრების წინა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატში თბილისში გაიმართა. შემდეგი სამმხრივი შეხვედრა ანკარაში შედგება.