თბილისი, 10 მარტი — Sputnik. „ევროვიზია 2024“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ნუცა ბუზალაძის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეოკლიპის პრემიერა 11 მარტს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".
ნუცა ბუზალაძე კონკურსზე სიმღერა Fire Fighter-ს შეასრულებს.
საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024" შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ბუკმეკერების კპროგნოზი
ყოველწლიურად ბუკმეკერები, კრიტიკოსები და მუსიკის ექსპერტები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ ვინ მოიგებს „ევროვიზიას". ბუკმეკერების პროგნოზის გაცნობა შესაძლებელია Eurovision World-ის ვებგვერდზე.
ბუკმეკერების პროგნოზით, პირველ ადგილზე ხორვატია (Baby Lasagna – Rim Tim Tagi Dim), მეორე ადგილზე (alyona alyona & Jerry Heil – Teresa & Maria), მესამე ადგილზე კი შვეიცარია გავა (Nemo – The Code).
ხუთეულშია იტალია (Angelina Mango – La noia") და ნიდერლანდები (Joost Klein – Europapa). საქართველოს ბუკმეკერები მეათე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
ნუცა ბუზალაძე
© Courtesy of Nutsa Buzaladze
ვინ არის ნუცა ბუზალაძე?
ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“. 2020-2021 წლებში იყო რუსულ კონკურს Ну-ка, все вместе-ს ფინალისტი.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.