თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - ანალიტიკოსის მონაცემები

ბინების უმეტესი ნაწილი დიდ დიღომში, სამგორსა და საბურთალოს რაიონებში გაიყიდა
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. 2024 წლის იანვარში თბილისში 3.068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6,3%-იანი ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების თქმით, ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით, სადაც გაიყიდა 1600 ბინა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 21,2%-ით მეტია.
მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5,8%-ით შემცირდა.
ამავე დროს წლის განმავლობაში მეორად ბაზარზე გაყიდვები 5,8%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები მეორად ბაზარზე გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ იმ პერიოდის დასრულებას, როდესაც საცხოვრებელ ფართებს შემდგომი გაქირავების მიზნით ყიდულობენ, რადგან ქირის ფასი შემცირებულია და ჯანსაღ დონეს უბრუნდება.
იანვარში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (47,3%) დიდ დიღომში (565 ბინა), სამგორში (455 ბინა) და საბურთალოზე (430 ბინა) იყო.
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – იანვრის სტატისტიკა>>
G&T-ის ცნობით, ბაზრის დარჩენილი ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვების ყველაზე დიდი წილი საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ2) მოდის ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, ბიუჯეტური ბინების წილის კლება ფიქსირდება (501-800 დოლარი კვ.მ-ზე), რაც ფასების მატებასთან არის დაკავშირებული.
ასევე, იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ფასები პირველად ბაზარზე 18,7%-ით გაიზარდა, საშუალო შეწონილმა ფასმა 1,3 ათასი დოლარი შეადგინა. ასევე, გასული წლის იანვართან შედარებით მეორად ბაზარზე ძველი და ახალი ბინების ფასები, შესაბამისად, 14%-ით და 7,6%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წინა წელთან შედარებით 13,1%-ით გაიზარდა და 229,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ამას ძირითადად პირველად ბაზარზე ფასებისა და გაყიდვების ზრდას უკავშირებენ (გასულ წელთან შედარებით). ასევე, ფასების ზრდის ფონზე ბაზრის მოცულობის ზრდაში თავისი წვლილი მეორად ბაზარზე არსებულმა ძველმა ბინებმაც შეიტანეს.