თბილისი, 8 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა, იუწყება „ტვ პირველი“.
გუბერნატორმა წასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. არსებული ინფორმაციით, შაყულაშვილის შემცვლელი უკვე მოძებნილია.
მიხეილ შაყულაშვილი გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.