თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს, 2 ამხილეს, 4 პირის მინართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, შიდა ქართლის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და კახეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 75-წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ჯამში ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები -12, პისტოლეტი - 9, სანადირო თოფი -6, ავტომატი -4, მჭიდი - 14, ვაზნა - 1.105, ამფეთქი ფალია - 8, ხელყუმბარა - 6, ტროტილი - 2 და ხმის ჩამხშობი მაყუჩი - 2.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.