თბილისი, 5 მარტი — Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს და 21 მარტს დაგეგმილ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე წარადგენს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, საჩემპიონო ქამარი პირველად 26 თებერვალს „სანტიაგო ბერნაუბეს" სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის დაწყებამდე წარადგინა.
„თბილისში 21 მარტს ვიქნები", განაცხადა თოფურიამ ესპანელ ჟურნალისტებთან.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. საქართველოს გუნდს ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვებს.
C დივიზიონის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთის და ყაზახეთის გუნდები დაუპირისპირდებიან.