თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ქობულეთში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ჩოლოქის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით იპოვეს.
27 წლის მამაკაცს ოჯახის წევრები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ - იგი 1-ელ მარტს ბათუმში გაუჩინარდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.