საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებაზე უფრო მეტი სუბიექტი შემოწმდება

ცენტრალურ დეპოზიტარებზე გავრცელდება ეროვნული ბანკის ყველა მოთხოვნა და უსაფრთხოების პროტოკოლები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. 2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მქონე ცენტრალური დეპოზიტარები ვალდებული არიან დაიცვან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აკრძალვა.
2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მიიღო, რასაც ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.
დეპოზიტარი არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალი მონაწილე, რომელიც ახორციელებს ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების შენახვის და/ან ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების გადაცემის აღრიცხვის მომსახურებას.
ცვლილებების მიხედვით, ცენტრალურ დეპოზიტარებზე გავრცელდება ეროვნული ბანკის ყველა მოთხოვნა და უსაფრთხოების პროტოკოლები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ, რომელიც შექმნილია ბანკებისთვის, საბროკერო კომპანიებისა და მიკრობანკებისთვის. მათ ასევე მოეთხოვებათ ანგარიშების წარდგენა ეროვნულ ბანკში და 2024 წლის 1 ოქტომბრამდე დაუგზავნონ კანონის მოთხოვნები იმ კლიენტებს, რომლებთანაც ურთიერთობა დამყარებულია 2024 წლის 1 იანვრამდე.
ტერორიზმთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კონტროლის სისტემა ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება. თავად ტერორიზმის დაფინანსება საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ფულის გათეთრება.