ტრაგედია თერჯოლაში: მდინარეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო

ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ხმელეთზე მყოფი პირი არ დაშავებულა.
თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.