თბილისი, 1 მარტი − Sputnik. მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა თავის Telegram-არხზე ბუნდესვერის მაღალჩინოსნების საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა, რომლებიც ყირიმის ხიდზე რაკეტა Taurus-ებით თავდასხმას განიხილავდნენ.
აუდიოჩანაწერში, რომელიც 40 წუთს გრძელდება, ოფიცრები ახსენებენ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს და აზუსტებენ, რომ „ესენი კონფლიქტში დიდი ხანია უშუალოდ მონაწილეობენ“.
„ამ ძალიან საინტერესო ჩანაწერში ბუნდესვერის მაღალჩინოსანი ოფიცრები განიხილავენ, თუ როგორ დაბომბვენ (ყურადღება!) ყირიმის ხიდს, და როგორ შეიძლება ეს ისე მარჯვედ გააკეთონ, რომ შოლცმა კვლავაც იძახოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო“, − წერს სიმონიანი.
ამის შემდეგ კი კითხულობს, ხომ არ დადგა დრო, რომ რუსეთმა აქტიურად შეახსენოს გერმანიას, როგორ დასრულდა რუსული ხიდების აფეთქება ბოლოს გერმანიისთვის.
გასულ სამშაბათს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Taurus-ის შორი რადიუსის ფრთოსან რაკეტებს არ გადასცემს. ამის თაობაზე მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევისთვის დახმარების მეცხრე კოალიციის შექმნის თაობაზე განაცხადა.
როგორც კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებიდან ჩანს, გერმანიამ 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 11,8 მილიარდი ევრო გამოყო. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბერლინის მიერ გამოყოფილმა თანხამ 17 მილიარდს გადააჭარბა.
გერმანია კიევის სიდიდით მესამე დონორია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ამავდროულად, ბერლინი აკეთებს განცხადებებს კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.