21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი ზუგდიდში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, 21 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტი გახდა - ახალგაზრდა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი ცხედარი თხრილში ჩააგდო. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი დასახლებაში მუშებმა იპოვეს. მოკლულ ახალგაზრდა ქალს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. იგი მამამ ამოიცნო.