UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდება

ილია ესპანეთის სახელით ასპარეზობს და ადრე მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე ოცნებობს
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას, რომელიც UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა ქვემსუბუქ წონაში, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ესპანეთის სახელით მოასპარეზე თოფურიამ ადრე გამოტყდა, რომ ეროვნული პირადობის მოწმობის მიღება სურდა.

„ძალისხმევამ, საქმისადმი ერთგულებამ და შეუპოვრობამ თქვენს ერთ ოცნებასთან მიგიყვანათ (UFC-ის ჩემპიონობა - რედ.) და მეორეც მალე ასრულდება. თქვენი სიყვარული ესპანეთისადმი თქვენს ესპანურ პირადობის მოწმობაში აისახება“, – აღნიშნა სანჩესმა.

18 თებერვალს თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიამ „სანტიაგო ბერნაბეუს“არენაზე UFC-ის ქამარი წარადგინა>>
25 თებერვალს კი ილია თოფურია „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე UFC-ის ქამრით გამოჩნდა და „რეალისა" და „სევილიას" მატჩში სიმბოლური პირველი დარტყმა განახორციელა - შეხვედრა „სამეფო კლუბის" სასარგებლოდ ანგარიშით - 1:0 დასრულდა.