დღეს 2024 წლის 25 თებერვალია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წვრილმანებზე დაფიქრება გვმართებს, რომლებიც ჩვენს განწყობაზე და ცხოვრებაზე ახდენს ზემოქმედებას. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ნიუანსებს, ყველაფერს „ჩავუკირკიტდეთ“. შეცდომა რომ არ დავუშვათ, მშრალი ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მათზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები.
ფანტაზიის უნარი გააქტიურდება და აქედან ყველაფერი საუკეთესო უნდა ავიღოთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. საღამოს ეცადეთ, სრულფასოვნად დაისვენოთ.
ვერძი: ძალისხმევა არ დაიშუროთ, თუ კარგი შედეგების მიღება გინდათ. ოცნებებმა, შესაძლოა, თქვენი გონება დაბინდოს, ამიტომ მას საღამოს დაუთმეთ დრო, მანამდე კი გასაკეთებელი რაც გაქვთ, ის გააკეთეთ. ებრძოლეთ შინაგან მერყეობას – ეს წინსვლაში გიშლით ხელს.
კურო: რამე ახლის დაწყება თქვენთვის უკუნაჩვენებია – ჯობია, ჩვეული საქმეები გააკეთოთ. მოგზაურობა ახალი ემოციებით დაგმუხტავთ, მაგრამ ამისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – ეწვიეთ თქვენი მშობლიური ადგილების ღირსშესანიშნაობებს. ეს საკმარისი იქნება.
ტყუპი: დღეს არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც ატყუებთ. ირგვლივ ფხიზელი თვალით იყურეთ და ყველაფერს მიხვდებით. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაქვთ შანსი, რომ რამე ღირებული შექმნათ. მომავლის დაგეგმვას დღეს აზრი არ აქვს.
კირჩხიბი: თქვენს ყურადღებასა და დაკვირვების უნარს დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ან დიდ შეცდომას აირიდებთ თავიდან, ან საუკეთესო შესაძლებლობებს დაინახავთ. ამიტომ ფხიზელი თვალით შეხედეთ ყველაფერს, არც თავი მოიტყუოთ და არც სხვები მოატყუოთ.
ლომი: არ ღირს რთულ საქმეებთან შეჭიდება, გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის ნაცნობია. მნიშვნელოვანია შემოქმედებითი საქმიანობა – ეს თქვენში დადებით ემოციებს აღძრავს. კარგი იქნება ახლობელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გასვლა, სადაც თქვენთვის საჭირო ენერგიით დაიმუხტებით.
ქალწული:. დღის სურათი ბუნდოვანი იქნება, ხოლო ლოგიკა – სადღაც მიმალული. თანამოსაუბრეების მიმიკასა და მოძრაობებს ყურადღებით დააკვირდით – ისინი დღეს სიტყვებზე ხმამაღლა გამოთქვამს სათქმელს. გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღოთ – ამისთვის არახელსაყრელი დღეა.
სასწორი: მოერიდეთ ხმაურს, საუბრებს, ზოგადად, ადამიანებს. სიწყნარე გჭირდებათ. იფიქრეთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. გაიხსენეთ კარგი გადაწყვეტილებები, შეცდომებიც, რომლებმაც გამოცდილება მოგცეს. დახმარება არ ითხოვოთ – სავარაუდოდ, დათვურ სამსახურს გაგიწევენ.
მორიელი: მიიხედეთ უკან და საკუთარ თავს სწორი გადაწყვეტილებებისთვის მადლობა უთხარით. შეცდომების გამო კი არ ინერვიულოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. ზოგადად, კარგი დღეა საქმიანი გარიგებებისთვის. საღამო ხელსაყრელი დროა რომანტიკულ პაემანზე წასასვლელად.
მშვილდოსანი: ყველა პრობლემა გვერდს აგივლით, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ რთული საკითხების გადაჭრა, დალაპარაკება ყველასთან, მათ შორის, თქვენს სამომავლო გეგმებზე. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები.
თხის რქა: სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ – გელოდებათ არაერთი მოულოდნელი სიტუაცია და პრობლემები. ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ამას დიდი ენერგია დასჭირდება. იმპულსები გააკონტროლეთ, რომ ყველაფერი არ აირიოს. იყავით მეგობრული ადამიანებთან ურთიერთობებისას.
მერწყული: ხშირად განმარტოვდით – სიწყნარე პრობლემებსა და საკუთარ თავში გარკვევაში დაგეხმარებათ. ხანდახან ურთიერთობებიც იქონიეთ, რომ განწყობა არ გაგიფუჭდეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრებისგან თავი შეიკავეთ. შეამოწმეთ სიახლეები – ზოგიერთი შეიძლება ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდეს.
თევზები: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რაც შეიძლება ემოციებმა და დაძაბულობამ შეარყიოს. მოერიდეთ რთული საქმეების გაკეთებას და არ ინერვიულოთ. თქვენი იდეები თამამად გამოთქვით. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციები მომძლავრდება და თავს უკეთესად იგრძნობთ.