თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, სპირიდონ კედიას, ვანის და ცემის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.