თბილისის ცენტრში ბინების ღირებულება შემცირდა

2024 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელ ბინებზე გარიგებების რაოდენობამ 3151 ერთეული შეადგინა, შესაბამისად გასული წლის იანვართან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. 2024 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების გაყიდვების საშუალო შეწონილი ფასი გარეუბნებში 8%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 2%-ით შემცირდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია Recov.
2024 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელ ბინებზე გარიგებების რაოდენობამ 3151 ერთეული შეადგინა, შესაბამისად გასული წლის იანვართან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობა 11%-ით გაიზარდა და 197 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის იანვარში თბილისის გარეუბნებში ძველი ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში და ცენტრთან ახლოს - 11%-ით და 12%-ით გაიზარდა.
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა>>
ზოგადად, საქართველოში 2024 წლის იანვარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველ პროექტებში, 2023 წლის იანვართან შედარებით, მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.