თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
SATTE არის მთავარი ეროვნული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება მუმბაიში და დელიში. ღონისძიების ფარგლებში იმართება მთელი რიგი სემინარი ტურიზმის სხვადასხვა საკითხებზე.
სამხრეთ აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
გამოფენა 22 თებერვალს გაიხსნა და 24 თებერვალს დაიხურება.
ინდოეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
© Georgian National Tourism Administration
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.