სპეცოპერაცია რეგიონებში: ნარკომოვაჭრეები დააკავეს

დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს რეგიონებში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნარკომოვაჭრეები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ნარკომოვაჭრეთა დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, აჭარაში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.