თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" ფოლად ომაროვი, რომელიც ეჭვმიტანილია რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" რადიო Prague International-ზე დაყრდნობით.
ომაროვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს, ჩეხეთში 2023 წელს დააკავეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წარმოშობით აზერბაიჯანელი, 39 წლის ომაროვი ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში.
ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.
აღნიშნულ საქმეზე აშშ-შ- უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე - მეჰდიევი და ამიროვი. სამივე მათგანს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში. ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.