თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, სოფიაში კონტინენტის ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით არ იასპარეზებს, იუწყება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რისკების შესამცირებლად, გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება.
ტალახაძე დასაშვებად კონტინენტური პირველობის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, რათა ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს. საშეჯიბრო პირობების მიხედვით, პარიზში თამაშებზე მოსახვედრად სპორტსმენმა 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატებზე უნდა იასპარეზოს, ამიტომ ტალახაძემ აწონვის პროცედურა გაიარა და განაცხადში იყო, მაგრამ ტურნირს 0 კგ შედეგით დაასრულებს.
+109 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ბაქარ თურმანიძე წარადგენს.
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც 13 თებერვალს დაიწყო, სპორტსმენები მომავალ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიებს გამოიმუშავებენ.