CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აჭარული ხაჭაპური ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის მოხვდა.
ამერიკულმა ტელეკომპანიამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა.
„იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია. ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუარიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველსა და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე", - ნათქვამია ხაჭაპურის აღწერაში.
2019 წელს ხაჭაპური „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
ხაჭაპური ქართული ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძად ითვლება. უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური უყვართ, რომელსაც ყველის ნავს უწოდებენ.