ბათუმი-სარფის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარი ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.