თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კანდელაკის, კოსტავას, ონიაშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, მერაბ ალექსიძის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ), ჩხავერის, ველისთავის, ზურაბ იარაჯულის, ქინძმარაულის, თავკვერის, რქაწითელის, საფერავის და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩეხოვის, ურბნისის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯორბენაძის, ფერიცვალების, ისნის, მეფე სოლომონ ბრძენის და რუისის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.